• 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15

საწყისი

გურიის სანაპირო დასახლებების მოსახლეობისა და ტურისტების საჭიროებათა კვლევა

პროეტქ "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში, სანაპიროს სტრატეგიების შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფება გრიგოლეთში, წყალწმინდაში, ურეკში და ნატანებში ჩაატარეს მოსახლეობისა და ტურისტების საჭიროებათა კვლევა. სულ გამოიკითხა 440 რესპოდენტი.

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

ჩამოტვირთეთ

გრიგოლეთის კვლევის ანალიზი

წყალწმინდის კვლევის ანალიზი

ურეკის კვლევის ანალიზი

ნატანების (შეკვეთილი) კვლევის ანალიზი

 

სანაპიროს განვითარების პერსპექტივები

15 ივლისს გრიგოლეთში სასტუმრო „ვილა რეტა“-ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - „სანაპიროს განვითარების პერსპექტივები“. მომხსენებელი კურორტ ურეკის სამკურნალო ფაქტორების შესწავლისა და სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარე პროფესორი შუქრი თავართქილაძე გახლდათ.პროფესორმა შუქრი თავართქილაძემ, დამსწრეებს ესაუბრა გრიგოლეთის პლაჟის სამკურნალო თვისებების მნიშვნელობასა და მის პერსპექტივებზე. პროექტ "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა წარადგინა სანაპირო დასახლებების მოსახლეობის საჭიროებათა კვლვის შედეგები. მონაწილეებმა მოახდინეს სანაპირო დასახლებების მეწარმეთა პრობლემების იდენტიფიცირება.

Read more

 

ეკომიგრანტთა პირობების გაუმჯობესების პროექტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იწყება პროექტ "ეკომიგრანტთა და შესაძლო ეკომიგრანტთა პირობების გაუმჯობესება თანამონაწილეობითი დაგეგმვის გამოყენებით" განხორციელება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ამოცანის განხორციელება. ა) ეკომიგრანტთა საშუალო ვადიანი მუნიციპალური სტრატეგიის ფორმირება ბენეფიციართა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და ბ) ეკომიგრანტთა და შესაძლო ეკომიგრანტთა დოკუმენტაციის მართვის ერთიანი სისტემის ფორმირება და დანერგვა. პროექტს განახორციელებს "ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური რესურსებით.

   

გურიის სანაპიროს სტრატეგიული განვითარების გეგმების პროექტები

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს განსახილველად ვთავაზობთ გურიის სანაპირო დასახლებების გრიგოლეთის, წყალწმინდის, ურეკისა და ნატანების (შეკვეთილი) 2017-20121 წწ მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმების პროექტებს. გთხოვთ მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები.

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

 

გრიგოლეთის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი

წყალწმინდის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი

ურეკის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი

შეკვეთილისს მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი


 

 

გურიის სანაპირო დასახლებების განვითარების სამოქმედო გეგმების პროექტები

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს განსახილველად ვთავაზობთ გურიის სანაპირო დასახლებების გრიგოლეთის, წყალწმინდის, ურეკისა და ნატანების (შეკვეთილი) 2017-2021 წწ მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმების სამოქმედო გეგმების პროექტებს. გთხოვთ მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები.

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

გრიგოლეთის სამოქმედო გეგმის პროექტი

შეკვეთილის სამოქმედო გეგმის პროექტი

წყალწმინდის სამოქმედო გეგმის პროექტი

ურეკის სამოქმედო გეგმის პროექტი


 

   

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

ძიება

ვებ კამერა

ფირნიშები

გამოკითხვა

ყველაზე მეტად რა პრობლემა გაწუხებთ?

დოკ მენეჯერი

ფირნიშები

სტუმრები

ჩვენ გვყავს 381 სტუმარი ხაზზე