• 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15

საწყისი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგია დაამტკიცა.

2023 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.საკრებულო სხდომას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ეკა გუჯაბიძე ესწრებოდა.

➡️სხდომაზე განხილული და დამტკიცებული იქნა
„2023-2028 წლების „მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგია – ლანჩხუთის“ დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი: ეკა გუჯაბიძე. დოკუმენტი შედგება როგორც 2023 - 2028 წწ საშუალო ვადიანი სტრატეგიისგან, ასევე ამ სტრატეგიის განხორციელების გეგმისგან.
„მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგია – ლანჩხუთის“ მიღებამდე მერის, ალექსანდრე სარიშვილის გამოცემული ბრძანების შესაბამისად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ინტენსიური მუშაობა ჩაატარა მისი და განხორციელების გეგმის ფორმირებისთვის.

სტრატეგია შეიქნა "ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის" პროექტის "თანამშრომლობა მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) მიერ.

 

სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) და ევროკავშირის ფინანსური სახსრებით ახორციელებს პროექტს „თანამშრომლობა მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის“ . პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის“ საშუალო ვადიანი მდგრადი განვითარების გეგმის ფორმირება. ამ მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრს შორის. მემორანდუმში გათვალისწინებულია თანამშრომლობის წესები და მუნიციპალიტეტის ვალდებულება გამოყოს სივრცე სამუშაო ჯგუფისთვის, ჯგუფში ჩართოს თავისი სამსახურების წარმომადგენლები, წარადგინოს შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტი საკრებულოში დასამტკიცებლად და მოახდინოს დამტკიცების ლობირება. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტი სრულად მზად არის თანამშრომლობისთვის.

მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შესამუშავებლად ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა კომპეტენტური და მოტივირებული სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი შედგენილი იქნა 12 წევრისგან და მასში შედიან, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ლანჩხუთში არსებული ყველა სსო-ს წარმომადგენლები და ორი ექსპერტი, რაც განაპირობებს მრავალფეროვნებას. ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისგან:

  • · ეკატერინე გუჯაბიძე - მერის პირველი მოადგილე - ჯგუფის თავმჯდომარე;
  • · დავით გოგიჩაიშვილი - ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი - ჯგუფის ფასილიტატორი;
  • · ელიკო იმნაძე - მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი;
  • · თამაზ იმედაიშვილი - ჯგუფის წევრი - მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი;
  • · ალეკო კირვალიძე - ჯგუფის წევრი - მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
  • · ვახტანგ შალიკაშვილი - ჯგუფის წევრი - მერიის ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის ქონების მართვისა დ სოფლის მეურნეობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
  • · პაატა ურუშაძე - ჯგუფის წევრი - მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
  • · ეთერ ჭყონია - ჯგუფის წევრი - სსო „ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი“-ის პროექტების მენეჯერი;
  • · სოფიო ჩხაიძე - ჯგუფის წევრი - სსო „რუდუნი“-ის საბჭოს წევრი;
  • · ქეთევან წილოსანი - ჯგუფის წევრი - სსო „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის“ დირექტორი;
  • · ამირან გიგინეიშვილი - ჯგუფის წევრი - ადგილობრივი განვითარების ექსპერტი;
  • · მამუკა გვილავა - ჯგუფის წევრი - გარემოს დაცვითი განვითარების ექსპერტი.

ჯგუფი შეიქმნა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით 13 აგვისტოს

 

ფოკუს ჯგუფის შეკრება

ფოკუს ჯგუფი ჩატარდა CENN - მიერ ევროკავშირის სახსრებით დაფინანსებული პროექტის "თანამშრომლობა მწვანე     ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის" ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ფოკუს   ჯგუფში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ადმინისტრაციულ ერთეულებში.   სხდომას ფასილიტაციას წევდა ადგილობრივი განვითარების ექსპერტი ამირან გიგინეიშვილი და აქტიურად         მონაწილეობდნენ საკუთარი მიმართულების საკითხების გარშემო ექსპერტები: მამუკა გვილავა - გარემოზე ზემოქმედების   ექსპერტი, მაია კუკულაძე - წყლის საკითხების ექსპერტი და რევაზ ზენაიშვილი - სოფლის მეურნეობის განვითარების   ექსპერტი.

სხდომაზე მონაწილეებმა შეავსეს მოსახლეობის საჭიროებათა კვლევის ანკეტა, რომელიც დამატებით აისახება   საჭიროებათა კვლევის რაოდენობრივი კითხვარის შედეგებში და უპასუხეს ექსპერტების კითხვებს. კითხვებზე პასუხი ასახულია ამ ანგარიშში ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.

1. ლანჩხუთი

წყალი:

წყლის სისტემა არის ქალაქში ყველგან და წყალი მუდმივად მიეწოდება მოსახლეობას. მიეწოდება სასმელი წყალი. სანიაღვრე არხები არ არის რამდენიმე ქუჩაზე (დასადგენია სად).

მყარი ნარჩენების მართვა:

ქალაქში ურნები განლაგებულია ყველა ქუჩაზე. სტიქიური ნაგავსაყრელები არ არის. ნაგავი გააქვთ ყოველდღიურად.

ტრანსპორტი:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ქალაქიდან სოფლებში. ტრანსპორტი გამართულია

Read more

   

თანამშრომლობა მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის

ჩვენი ქვეყანა ზოგადად და კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გლობალური დათბობის გამო მნიშვნელოვან ადაპტირებას საჭიროებს არსებულ რეალობასთან გარემოს დაცვითი და მდგრადი ადგილობრივი განვითარების თვალსაზრისით.

პროექტის „მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის“ მიზანს წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, მოსახლეობისთვის სუფთა, მიმზიდველი და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით მწვანე მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის, ინსტიტუციონალიზაციისა და ამოქმედების, იმპლემენტაციის საფუძველზე.

პროექტის ამოცანებია  მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის ფორმირება და ჯგუფის წევრებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება; მუნიციპალიტეტის არსებული ბუნებრივი გარემოს სკანირების ღონისძიებების ჩატარება, გლობალური დათბობის ადაპტაციის საჭიროებათა გამოვლენა და შედეგების ფიქსირება; მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია.

ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება თანამშრომლობის წესები. მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შესამუშავებლად მნიშვნელოვანი იქნება კომპეტენტური და მოტივირებული სამუშაო ჯგუფის ფორმირება. ჯგუფი შედგენილი იქნება 12 წევრისგან, რომელთაგან 6 წარმოადგენს მერიას, 4 სამოქალაქო სექტორს და 2 ექსპერტს. ფორმირებული სამუშაო ჯგუფის წევრები აიმაღლებენ ცოდნასა და უნარებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მართვა და მონიტორინგი, გარემოს სკანირება, კვლევების მეთოდოლოგია, სიტუაციის ანალიზი და მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგიაში ასახვის წესები.

სრულად

 

ცნობილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის შედეგები

 

საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, ქვეყანამ თავის თავზე სიღრმისეული საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ვალდებულება აიღო, რაც გამოიხატება ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნაში, რომლის განხორციელება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 2015 წელს, აქტიურ ფაზაში შევიდა.

საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ახალ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით, გათვალისწინებულია ორი ძირითადი ამოცანა: ა)თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გაფართოება; ბ)ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ეტაპობრივი განვითარება და გაუმჯობესება.

ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ხელშეწყობისთვის, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, „მეწარმე ქალთა ფონდთან“ და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”. აღნიშნული პროექტი გამიზნულია, დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნის და გაძლიერების გზით, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და კონტროლი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის 8 მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესზე.

Read more

   

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

ძიება

ვებ კამერა

ფირნიშები

გამოკითხვა

ყველაზე მეტად რა პრობლემა გაწუხებთ?

დოკ მენეჯერი

ფირნიშები

სტუმრები

ჩვენ გვყავს 31 სტუმარი ხაზზე