სანაპიროს განვითარების პერსპექტივები

User Rating: / 0
PoorBest 

15 ივლისს გრიგოლეთში სასტუმრო „ვილა რეტა“-ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - „სანაპიროს განვითარების პერსპექტივები“. მომხსენებელი კურორტ ურეკის სამკურნალო ფაქტორების შესწავლისა და სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარე პროფესორი შუქრი თავართქილაძე გახლდათ.პროფესორმა შუქრი თავართქილაძემ, დამსწრეებს ესაუბრა გრიგოლეთის პლაჟის სამკურნალო თვისებების მნიშვნელობასა და მის პერსპექტივებზე. პროექტ "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა წარადგინა სანაპირო დასახლებების მოსახლეობის საჭიროებათა კვლვის შედეგები. მონაწილეებმა მოახდინეს სანაპირო დასახლებების მეწარმეთა პრობლემების იდენტიფიცირება.


შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გრიგოლეთის ტერიტორიაზე განლაგებული დასასვენებელი კომპლექსების, კერძო და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები, არასამთავრობო ორგანიზაცია ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.