ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი

ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (შემდგომში “ლსც”), დაფუძნდა 2001 წლის 16 ივნისს და რეგისტრაცია გაიარა ლანჩხუთის რაიონის სასამართლოში რეგისტრაციის ნომერია 40/5/ზ-33.

ლსც-ს მისია:

ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი არასამთავრობო, არაკომერციული, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და გაძლერებას, ადგილობრივ თვითთმართველობის, დემოკრატიული პროცესების წარმატებით განხორციელებას საქართველოში, განსაკუთრებით კი ლანჩხუთის რაიონში (მუნიციპალიტეტი). ამ მისიის შეასრულებად იგი თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, ხელისუფლებასთან და თვითმმართველობებთან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ლსც-ს მიზნებია:

    • ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და მოსახლეობის უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
    • ადგილობრივი თვითმართველობისთვის და მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბანკის შექმნა და არსებული ინფორმაციის ანალიზი და დაინტერესებულ პირთათვის მიწოდება, საკონსულტაციო დახმარების გაწევა.
    • ადგილობრივი ორგანოების ურთიერთ დაკავშირება, არსებული პრაქტიკული გამოცდილების განზოგადება-დანერგვა.
    • ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ანგარიშვალდებულებათა და გამჭვირვალეობის გაზრდა.
    • ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვის სტიმულაციისათვის ხელშეწყობა
    • მცირე და საშუალო ბიზნესის გამვითარების ხელშეწყობა