
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
ქალაქი მთლიანად გაზიფიცირებულია. მიუხედავად ამისა მოსახლეობა მაინც მოიხმარს შეშას. ქალაქში არის რეკრიაციული ზონები და ეს ზონები მოვლილია. ლანჩხუთში არ არის დამეწყრილი ადგილები. მდინარეების კალაპოტებიდან სამშენებლო მასალები ამოღება არ ხდება, არ ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. აღკვეთილია უკანონო ჭრა და ბრაკონიერობა.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებამდე მისასვლელი გზები ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, პრობლემურია ბაკურის სავარგულების გზის მდგომარეობა. მოსახლეობა ნაწილობრივ ამუშავებს სავარგულებს. დიდ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. „ჩოპობას“ ველური ბუჩქებით სახნავ სათესი ტერიტორიის დაფარვა. ქალაქში არის თხილის, დაფნის და ჩაის საწარმოები. საძოვრები არ არის შეღობილი და დაცული. არის მცირე აგრო ტურიზმის ობიექტი. ჩასატარებელია საყანე ფართობების სადრენაჟე არხების გაწმენდა.
2. აცანა
წყალი:
წყლის სისტემა აცანაში არ არის. ხალხი სარგებლობს ჭისა და წყაროს წყლებით. წყლის ფილტრაცია და გაწმენდა არ ხდება. სანიაღვრე არხების ადმინისტრაციულ ერთეულში ნაწილობრივ არის (დასადგენია სად არაა).
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები მხოლოდ ცენტრალურ გზაზეა განთავსებული, სხვაგან არ არის. სტიქიური ნაგავსაყრელები ყველგანაა ცენტრალური გზიდან დაცილებულ უბნებში. ნაგავი გააქვთ 2 დღეში ერთხელ.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ლანჩხუთიდან ტრანსპორტი არ გამოიყურება კომფორტულად და გამართულად.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
აცანის თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. მიუხედავად ამისა მოსახლეობა მაინც მოიხმარს შეშას. არის რამდენიმე რეკრიაციული ზონა და ეს ზონები მოვლილია. მეწყერი მოიცავს თითქმის აცანის მთელ თემს. მდინარეების კალაპოტებიდან სამშენებლო მასალები ამოღება არ ხდება, არ ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. აღკვეთილია უკანონო ჭრა და ბრაკონიერობა.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებამდე მისასვლელი გზები ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, პრობლემურია გზის მდგომარეობა თითქმის ყველა უბანში. მოსახლეობა ნაწილობრივ ამუშავებს სავარგულებს. არ არის რაიმე აგრო საწარმო. საძოვრები არ არის შეღობილი და დაცული. არის მცირე აგრო ტურიზმის ობიექტი. ჩასატარებელია საყანე ფართობების სადრენაჟე არხების გაწმენდა ნიგოითისა და ლიფაშას ფართობებში.
3. აკეთი
წყალი:
თემის ოთხივე სოფელში, ქვემო აკეთი, ზემო აკეთი, გაგური, ჭანჭათი, მიმდინარეობს წყლის სიტემის მშენებლობა. შედეგად მოსახლეობა მიიღებს ტექნიკურ წყალს. ამ ეტაპზე არსებული სისტემიდან წყალს მოსახლეობა სასმელად იყენებს (!). ცენტრალურ უბანში გზის მშენებლობასთან ერთად, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მშენებლობა. სხვაგან არ არის.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები ოთხივე სოფელშია, ოღონდ არასაკმარისია და საჭიროებს დამატებას. სტიქიური ნაგავსაყრელები ოთხივე სოფელშია. არსებული ურნებიდან გაგავი კვირაში ორჯერ გააქვთ.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
აკეთის თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. მიუხედავად ამისა მოსახლეობა მაინც მოიხმარს შეშას. არის რამდენიმე რეკრიაციული ზონა და ეს ზონები ნაწილობრივ მოვლილია. მეწყერი მოიცავს თითქმის აკეთის მთელ თემს. მდინარეების კალაპოტებიდან სამშენებლო მასალები ამოღება არ ხდება, არ ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. აღკვეთილია უკანონო ჭრა. ბრაკონიერობა სამწუხაროდ არის მდინარე სუფსაზე და აცაურაზე.
სოფლის მეურნეობა
მოსახლეობა ნაწილობრივ ამუშავებს სავარგულებს. არის თხილის საშრობი, ჩაის სახმობი, ჩაის საწარმოები. საძოვრები არ არის შეღობილი და დაცული, გატყევებულია. არ არის რაიმე ტურისტული ობიექტი. ოთხივე სოფლის სავარგულები ნაწილობრივ დატბორილია და სასწრაფოდ საჭიროებს მელიორაციას.
4. მამათი
წყალი:
თემის ოთხივე სოფელში, არის წყლის სისტემა ნაწილობრივ. აქ მოსახლეობა მიიღებს ტექნიკურ წყალს. სისტემიდან წყალს მოსახლეობა სასმელად იყენებს (!). სანიაღვრე არხები ძველი ან რკინაბეტონის სისტემით არის ოთხივე სოფელში.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები მხოლოდ თემის ცენტრალურ ნაწილშია. სტიქიური ნაგავსაყრელები ოთხივე სოფელშია ღელის პირებში. არსებული ურნებიდან კვირაში ერთხელ გააქვთ.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ლანჩხუთიდან თემის სოფლებში. ტრანსპორტი გამართულია.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
მამათის თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. მიუხედავად ამისა მოსახლეობა მაინც მოიხმარს შეშას. არ არის მოვლილი მწვანე სივრცეები. მეწყერი მოიცავს თითქმის მამათის მთელ თემს. მდინარეების კალაპოტებიდან სამშენებლო მასალები ამოღება ხდება მდინარე სუფსაზე. აქვე ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. აღკვეთილია უკანონო ჭრა. ბრაკონიერობა არის მდინარე სუფსაზე.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებთან მისასვლელი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობა ნაწილობრივ ამუშავებს სავარგულებს. საძოვრებად გამოიყენება ტყე. არის ჩაის საწარმო. არ არის რაიმე ტურისტული ობიექტი. სავარგულები ნაწილობრივ დატბორილია და სასწრაფოდ საჭიროებს მელიორაციას კოლხეთის ფართობზე მდებარე გაძირულას ტერიტორიაზე.
5. ნიგოითი
წყალი:
წყლის სისტემა ნაწილობრივ არ არის მხოლოდ სოფელ ნიგოითის პირველ ბრიგადაში . დანარჩენ სოფლებში არის. სოფელ ქვიანში წყალის მუდმივად მიეწოდება, სხვაგან მხოლოდ 3-4 საათი დღე - ღამეში. მოსახლეობა იღებს ტექნიკურ წყალს. სისტემიდან წყალს მოსახლეობა სასმელად იყენებს (!). სანიაღვრე არხები არ არის გარდა ცენტრალური გზისა.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე. სტიქიური ნაგავსაყრელები არ არის. არსებული ურნებიდან ნაგავი კვირაში სამჯერ გააქვთ.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ლანჩხუთიდან ცენტრალურ გზაზე. ტრანსპორტი გამართულია.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. არის მოვლილი მწვანე სივრცეები ჭყონაგორაში და ქვიანში. მეწყერი მოიცავს ჯიხეთის მონასტრის გზას. მდინარეების კალაპოტებიდან სამშენებლო მასალების ამოღება არ ხდება. აღკვეთილია უკანონო ჭრა და ბრაკონიერობა.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებთან მისასვლელი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობა ნაწილობრივ ამუშავებს სავარგულებს. საძოვრები არ არის მოწესრიგებული. არ არის საწარმოები და არც რაიმე აგრო ტურისტული ობიექტი. შესაძლებელია ჯიხეთში გაკეთება. სავარგულები ნაწილობრივ დატბორილია და სასწრაფოდ საჭიროებს მელიორაციას.
6. შუხუთი
წყალი:
წყლის სისტემა ნაწილობრივ არის შუხუთში. ზაფხულის პერიოდში მიწოდება წყდება. წყალი არაა სასმელი, მოსახლეობა იღებს ტექნიკურ წყალს. სანიაღვრე არხები არ არის გარდა ცენტრალური გზისა.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე. სტიქიური ნაგავსაყრელები არ არის. არსებული ურნებიდან ნაგავი გააქვთ გააქვთ ორ დღეში ერთხელ.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს თან გამართულია.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. არ არის მოვლილი მწვანე სივრცეები. არის მეწ3ყრული ზონები, თუმცა სად, არ არის გარკვეული. გზას. მდინარეების კალაპოტებიდან სამშენებლო მასალების ამოღება არ ხდება. აღკვეთილია უკანონო ჭრა და ბრაკონიერობა.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებთან მისასვლელი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობა ნაწილობრივ ამუშავებს სავარგულებს. არანაირი აგრო საწარმო თემში არ არის. საძოვრები არ არის მოწესრიგებული. არ არის საწარმოები და არც რაიმე აგრო ტურისტული ობიექტი. არსად არ არის ჩატარებული თემში.
7. მაჩხვარეთი
წყალი:
წყლის სისტემა არ არის სოფელში მხოლოდ სამების და იოანე ნათლისმცემლის ქუჩაზე. წყალი მოსახლეობას მიეწოდება მუდმივად გარდა ზაფხულის შეფერხებისა. წყლის სისტემა სასმელად გამოიყენება, თუმცა არ არის სასმელად ლაბორატორიულად შესაბამისი. სანიაღვრე არხები არ არის წმ. გიორგის ქუჩის რამდენიმე ჩიხში.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არ არის სოფელ ჯუნეწერში და სოფელ ორაგვეში ასევე წმ. გიორგის ერთ-ერთ ჩიხში. სტიქიური ნაგავსაყრელები არის სოფელ ჯუნეწერში. . არსებული ურნებიდან ნაგავი გააქვთ გაქვთ ორ დღეში ერთხელ და ზაფხულში ყოველდღიურად.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თემში არ მოძრაობს.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. მწვანე სივრცეები არის და მოვლილია. არის მეწ3ყრული ზონები გიორგი კვირკველიას, ნინო ხატაირის და გოგი კერესელიძის უბნებში. , აღკვეთილია უკანონო ჭრა და ბრაკონიერობა.
სოფლის მეურნეობა
ორაგვეს სავარგულებამდე მისასვლელი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობის 75% ვერ ამუშავებს სავარგულებს. არანაირი აგრო საწარმო თემში არ არის. საძოვრები არ არის მოწესრიგებული. არსად არ არის ჩატარებული თემში სამელიორაციო სამუშაოები.
8. გვიმბალაური
წყალი:
წყლის სისტემა არის თემში ყველგან? საოცარი პასუხია - „შუალედურად“. წყალი მოსახლეობას, ვისაც მიეწოდება, არ არის სასმელი სტანდარტის.. წყლის სისტემა სასმელად გამოიყენება, თუმცა არ არის სასმელად ლაბორატორიულად შესაბამისი. სანიაღვრე არხები არ არის წმ. გიორგის ქუჩის რამდენიმე ჩიხში.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არის ყველგან თემში. სტიქიური ნაგავსაყრელები არ არის. არსებული ურნებიდან ნაგავი გააქვთ გაქვთ ორ დღეში ერთხელ.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თემში მოძრაობს მხოლოდ ცენტრალურ გზაზე. ტრანსპორტიეკოლოგიურად გამართულია.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
გვიმბალაურის თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. მწვანე სივრცეები არის და მოვლილია. არის მეწყრული ჯუნეწერში. აღკვეთილია უკანონო ჭრა და ბრაკონიერობა.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებამდე მისასვლელი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას კონკრეტულად ჯაბელსა და ჯუნმერეში. მოსახლეობა ამუშავებს საბარგულების 50%-ს. არანაირი აგრო საწარმო თემში არ არის. საძოვრები არ არის მოწესრიგებული. არსად არ არის ჩატარებული თემში სამელიორაციო სამუშაოები.
9. ჩიბათი
წყალი:
წყლის სისტემა არის ყველგან ჩიბათში. წყალი მოსახლეობას მიეწოდება 8-16 საათის პერიოდში. ეს ტექნიკური წყალია და არა სასმელი. წყლის სისტემა სასმელად გამოიყენება, თუმცა არის მხოლოდ ტექნიკურო წყალი. სანიაღვრე არხები არის ნაწილობრივ მთელს თემში, „ჭალის“ უბანში საერთოდ არ არის.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არ არის არსად გარდა ცენტრალური გზისა. სტიქიური ნაგავსაყრელები არის ყველგან, სადაც არაა ურნები. არსებული ურნებიდან ნაგავი გააქვთ (!!) ასეთია პასუხი.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალზე და ტექნიკურად გამართულია.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. მწვანე სივრცეები არის თუ არა თემში, პასუხია დიახ (!) . მეწყრული ზონები არის „ჯაჯახუნაში“. როგორც ჩანს მეტ ნაკლებად აღკვეთილია უკანონო ჭრა და ბრაკონიერობა.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებამდე მისასვლელი გზები ძირითადად მთელს თემში პრობლემაა. საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობის 75% ვერ ამუშავებს სავარგულებს. ჩიბათში არის მინი ჩაის ფაბრიკა. საძოვრები არ არის მოწესრიგებული. ამჟამად მიმდინარეობს კოლხეთის პარკის მიმართულებით გზის მშენებლობა ტურისტული ეგიდით. არსად არ არის ჩატარებული თემში სამელიორაციო სამუშაოები.
10. ლესა
წყალი:
წყლის სისტემა არის ყველგან. წყალი მოსახლეობას მიეწოდება მუდმივად. ეს ტექნიკური წყალია და არა სასმელი, თუმცა წყლის სისტემა სასმელად გამოიყენება. სანიაღვრე არხები არის ნაწილობრივ მხოლოდ ლანჩხუთი - ოზურგეთის გზაზე.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არის სადაც ასფალტიანი გზაა, ანუ ლანჩხუთი -ლესა - ნიგვზიანი და ლესა - ოზურგეთი ტრასაზე. არსად გარდა ცენტრალური გზისა. სტიქიური ნაგავსაყრელები არის ყველგან.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ მაგისტრალზე და არ იცის საჯარო მოხელემ არის თუ არა ტექნიკურად გამართული (!).
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი მთლიანად გაზიფიცირებულია. მწვანე სივრცეები არის და არის ნაწილობრივ მოვლილი. მეწყრული ზონები არის სოფელ ჭინათში. არც მდინარის კალაპოტიდან ქვიშის გატანა და არც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაყრიდან არაა დაცული. არც ხე - ტყის ჭრა და არც ბრაკონიერობა არაა აღკვეთილი.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებამდე მისასვლელი გზები ნაწილობრივ რეაბილიტირებულია. მოსახლეობის 65% ვერ ამუშავებს სავარგულებს. ლესაში არის დახვნის ტექნიკის მქონე საწარმო. საძოვრები არ არის მოწესრიგებული. აგრო ტურისტული ეგიდით არ არსებობს ობიექტი. არსად არ არის ჩატარებული თემში სამელიორაციო სამუშაოები.
11. ჯურუყვეთი
წყალი:
წყლის სისტემა ნაწილობრივ არსებობდა. ამჟამად მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია. არსებული სისტემით წყალი მოსახლეობას მიეწოდება გაურკვეველი გრაფიკით. სანიაღვრე არხები არის ეწერში ნაწილობრივ, ბაღლეფში და ჯურუყვეთში არა.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არის მხოლოდ ტრასებზე, სხვაგან არსად. სტიქიური ნაგავსაყრელები არის მდინარეების ღვეისწყლის და ლესისწყლის სანაპიროებზე, ნაგავი არსებული ურნებიდან გააქვთ მხოლოდ ყოველ მესამე დღეს.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედის თემში. ტრანსპორტი შეძლებისდაგვარად გამართულია.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი არა არის გაზიფიცირებული. მწვანე სივრცეები არ არის. მეწყრული ზონები არის შიდა გზების გასწვრივ. მდინარის კალაპოტიდან ქვიშის გატანა არ ხდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაყრიდან არაა დაცული გარემო. პრობლემაა, სადაც არ დგას ურნა. ხე - ტყის ჭრა და ბრაკონიერობა აღკვეთილია.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებამდე მისასვლელი გზები ნაწილობრივ რეაბილიტირებულია. პრობლემაა ჯურუყვეთის სავარგულების გზაზე. საძოვრები ნაწილობრივ არის მოწესრიგებული. აგრო ტურისტული ეგიდით არ არსებობს ობიექტი. არსად არ არის ჩატარებული თემში სამელიორაციო სამუშაოები.
12. ნიგვზიანი
წყალი:
წყლის სისტემა ნაწილობრივ არსებობს. სადაც არის, მუდმივად მიეწოდება წყალი მოსახლეობას. წყალი ტექნიკურია. სანიაღვრე არხები არის თემის ოთხივე სოფელში ნაწილობრივ.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არის მხოლოდ ასფალტებულ ადგილებში. სტიქიური ნაგავსაყრელები არ არის. ნაგავი არსებული ურნებიდან გააქვთ ყოველ მესამე დღეს.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედის თემში. ტრანსპორტი შეძლებისდაგვარად გამართულია.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი არა არის გაზიფიცირებული. მწვანე სივრცეები არ არის. მეწყრული ზონები არის ნიგვზიანში, არჩეულში, ხაჯალიასა და ჩანჩეთში. ხე - ტყის ჭრა და ბრაკონიერობა აღკვეთილია.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებამდე მისასვლელი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას ყველა სოფელში. სავარგულებს მოსახლეობა სრულად ვერ ამუშავებს, საძოვრები ნაწილობრივ არის მოწესრიგებული. აგრო ტურისტული ეგიდით მუშაობს ხაჯალიაში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. აგრო ტურიზმის ობიექტი არ გვაქვს. არსად არ არის ჩატარებული თემში სამელიორაციო სამუშაოები.
13. ჩოჩხათი
წყალი:
წყლის სისტემა ნაწილობრივ არსებობს. სადაც არის, მუდმივად მიეწოდება წყალი მოსახლეობას. წყალი ტექნიკურია. სანიაღვრე არხები არის ნაწილობრივ (გასარკვვია სად!)
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არის თემში ყველგან. სტიქიური ნაგავსაყრელები არ არის. ნაგავი არსებული ურნებიდან გააქვთ ყოველ მესამე დღეს.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედის თემში. ტრანსპორტი შეძლებისდაგვარად გამართულია.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი არა არის გაზიფიცირებული, შესაბამისად მოსახლეობა იყენებს შეშას სათბობად. ხელოვნური მწვანე სივრცეები არ არის. მეწყრული ზონები არის ყველგან თემში. ხე - ტყის ჭრა და ბრაკონიერობა აღკვეთილია.
სოფლის მეურნეობა
სავარგულებამდე მისასვლელი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას ქვიშიანზე. სავარგულებს მოსახლეობა სრულად ვერ ამუშავებს. საძოვრები ოფიციალურად არ არსებობს. აგრო ტურისტული ეგიდით მუშაობს ორკარის კანიონი. არსად არ არის ჩატარებული თემში სამელიორაციო სამუშაოები.
14. სუფსა
წყალი:
წყლის სისტემა ნაწილობრივ არსებობს. სოფელ ახალსოფელს არ მიეწოდება წყალი, ასევე ტაბანათს, კერძოდ უნაგირას. წყალი არ მიეწოდება სოფელ ჩქუნსაც. მიწოდებული წყალი ტექნიკურია. სანიაღვრე არხები არის ნაწილობრივ და მხოლოდ ტრასაზე.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არის თემში ყველგან გარდა სოფელ ტაბანათის . სტიქიური ნაგავსაყრელები არის მდინარე სუფის ნაპირებზე. ნაგავი არსებული ურნებიდან გააქვთ ყოველ მეორე დღეს.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ცენტრალურ გზაზე.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი გაზიფიცირებულია. თუმცა მოსახლეობა მაინც იყენებს შეშას სათბობად. ხელოვნური მწვანე სივრცეები თემის ცენტრში, თუმცა მოსაწესრიგებელია. . მეწყრული ზონები არის ძირითადად სუფსის ნაპირებზე, სოფელ ჩქუნსა და ხიდმაღალაში. ხე - ტყის ჭრა და ბრაკონიერობა აღკვეთილია.
სოფლის მეურნეობა
სუფსს ადმინისტრაციული ერთეულის შემავალ შვიდივე სოფელში მცხოვრები მოსახლეობის სავარგულებამდე მისასვლელი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას სასწრაფოდ. სავარგულებს მოსახლეობა სრულად ვერ ამუშავებს (70% არაა დამუშავებული). საძოვრები მოწესრიგებულია. აგრო ტურისტული ობიექტი არ არსებობს. თემში სამელიორაციო სამუშაოები არაა ჩატარებული.
15. ღრმაღელე
წყალი:
წყლის სისტემა არ არის. ამჯერად მიმდინარეობს სისტემის შექმნის სამუშაოები. სანიაღვრე არხები არის ნაწილობრივ ტრასაზე. არ არის ძირითადად (წყალწმინდა, ორმეთი, ღრმაღელე, ომფარეთი). ანუ, ნაწილობრივ და მხოლოდ საერთაშორისო ტრასაზე.
მყარი ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენების ურნები არ არის თემში არსად, გარდა საერთაშორისო ტრასისა. . სტიქიური ნაგავსაყრელები არის ყველგან, სადაც ურნები არ დგას. ნაგავი არსებული ურნებიდან გააქვთ ყოველ მეორე დღეს.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ცენტრალურ გზაზე, წყალწმინდაში.
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა:
თემი გაზიფიცირებულია. თუმცა მოსახლეობა მაინც იყენებს შეშას სათბობად. ხელოვნური მწვანე სივრცეები თემში არ არის. მეწყრული ზონები არის ძირითადად სუფსის ნაპირებზე, და მთიან ადგილებში. ხე - ტყის ჭრა და ბრაკონიერობა აღკვეთილია.
სოფლის მეურნეობა
ადმინისტრაციული ერთეულის შემავალ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სავარგულებამდე მისასვლელი გზების ნაწილი საჭიროებს რეაბილიტაციას. სავარგულებს მოსახლეობა სრულად ამუშავებს. ოფიციალური საძოვრები თემს არ აქვს. აგრო ტურისტული ობიექტი არ არსებობს. თემში სამელიორაციო სამუშაოები ჩასატარებელია ღრმაღელეში, ქვიშიანში და წყალწმინდაში.
< წინა | შემდეგი > |
---|