ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგია დაამტკიცა.

2023 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.საკრებულო სხდომას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ეკა გუჯაბიძე ესწრებოდა.

➡️სხდომაზე განხილული და დამტკიცებული იქნა
„2023-2028 წლების „მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგია – ლანჩხუთის“ დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი: ეკა გუჯაბიძე. დოკუმენტი შედგება როგორც 2023 - 2028 წწ საშუალო ვადიანი სტრატეგიისგან, ასევე ამ სტრატეგიის განხორციელების გეგმისგან.
„მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგია – ლანჩხუთის“ მიღებამდე მერის, ალექსანდრე სარიშვილის გამოცემული ბრძანების შესაბამისად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ინტენსიური მუშაობა ჩაატარა მისი და განხორციელების გეგმის ფორმირებისთვის.

სტრატეგია შეიქნა "ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის" პროექტის "თანამშრომლობა მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) მიერ.