• 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15

საწყისი

ცნობილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის შედეგები

საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, ქვეყანამ თავის თავზე სიღრმისეული საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ვალდებულება აიღო, რაც გამოიხატება ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნაში, რომლის განხორციელება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 2015 წელს, აქტიურ ფაზაში შევიდა.

საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ახალ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით, გათვალისწინებულია ორი ძირითადი ამოცანა: ა)თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გაფართოება; ბ)ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ეტაპობრივი განვითარება და გაუმჯობესება.

ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ხელშეწყობისთვის, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, „მეწარმე ქალთა ფონდთან“ და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”. აღნიშნული პროექტი გამიზნულია, დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნის და გაძლიერების გზით, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და კონტროლი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის 8 მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესზე.

Read more

 

გურიის სანაპირო დასახლებების მოსახლეობისა და ტურისტების საჭიროებათა კვლევა

პროეტქ "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში, სანაპიროს სტრატეგიების შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფება გრიგოლეთში, წყალწმინდაში, ურეკში და ნატანებში ჩაატარეს მოსახლეობისა და ტურისტების საჭიროებათა კვლევა. სულ გამოიკითხა 440 რესპოდენტი.

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

ჩამოტვირთეთ

გრიგოლეთის კვლევის ანალიზი

წყალწმინდის კვლევის ანალიზი

ურეკის კვლევის ანალიზი

ნატანების (შეკვეთილი) კვლევის ანალიზი

 

სანაპიროს განვითარების პერსპექტივები

15 ივლისს გრიგოლეთში სასტუმრო „ვილა რეტა“-ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - „სანაპიროს განვითარების პერსპექტივები“. მომხსენებელი კურორტ ურეკის სამკურნალო ფაქტორების შესწავლისა და სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარე პროფესორი შუქრი თავართქილაძე გახლდათ.პროფესორმა შუქრი თავართქილაძემ, დამსწრეებს ესაუბრა გრიგოლეთის პლაჟის სამკურნალო თვისებების მნიშვნელობასა და მის პერსპექტივებზე. პროექტ "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა წარადგინა სანაპირო დასახლებების მოსახლეობის საჭიროებათა კვლვის შედეგები. მონაწილეებმა მოახდინეს სანაპირო დასახლებების მეწარმეთა პრობლემების იდენტიფიცირება.

Read more

   

გურიის სანაპიროს სტრატეგიული განვითარების გეგმების პროექტები

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს განსახილველად ვთავაზობთ გურიის სანაპირო დასახლებების გრიგოლეთის, წყალწმინდის, ურეკისა და ნატანების (შეკვეთილი) 2017-20121 წწ მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმების პროექტებს. გთხოვთ მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები.

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

 

გრიგოლეთის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი

წყალწმინდის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი

ურეკის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი

შეკვეთილისს მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი


 

 

გურიის სანაპირო დასახლებების განვითარების სამოქმედო გეგმების პროექტები

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს განსახილველად ვთავაზობთ გურიის სანაპირო დასახლებების გრიგოლეთის, წყალწმინდის, ურეკისა და ნატანების (შეკვეთილი) 2017-2021 წწ მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმების სამოქმედო გეგმების პროექტებს. გთხოვთ მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები.

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

გრიგოლეთის სამოქმედო გეგმის პროექტი

შეკვეთილის სამოქმედო გეგმის პროექტი

წყალწმინდის სამოქმედო გეგმის პროექტი

ურეკის სამოქმედო გეგმის პროექტი


 

   

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

ძიება

ვებ კამერა

ფირნიშები

გამოკითხვა

ყველაზე მეტად რა პრობლემა გაწუხებთ?

დოკ მენეჯერი

ფირნიშები

სტუმრები

ჩვენ გვყავს 10 სტუმარი ხაზზე